უკრაინაში პუტინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი როინიშვილი ემსხვერპლა.
სამხედრო კურსკის ოლქში მტერთან უშუალო შეტაკების დროს დაიღუპა.
გიორგი როინიშვილი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე ეტაპიდან იბრძოდა. ის სპეციალურ დანაყოფ "თბილისის" მეთაურის მოადგილე იყო.
ამავე სპეცოპერაციას ემსხვერპლა ორი უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე, სამი ქართველი მებრძოლი კი დაჭრილია, ისინი უკვე ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება