საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ხვალ, 17 სექტემბერს ორ პოლიტიკურ ძალას „ძლიერ საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ორბელიანების სასახლეში ელოდება მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის დაუყოვნებლივ გამართვისთვის.
მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ამომრჩეველს დაარწმუნებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც მათ არვინ დაუვიწყებს.
"საქართველოს ისტორიის არჩევნებში გარდამტეხი დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამას ყოველდღიურად უფრო და უფრო ნათლად ვხედავთ. ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც ბატონი ივანიშვილი გვიბიძგებს, ამიტომ 26 ოქტომბერი არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნების დღე, ეს არის მთავარი არჩევანის დღე, რეფერენდუმის დღე, ვარჩიოთ სუვერენიტეტი,თავისუფლება , დამოუკიდებლობაა და ევროპული ფასეულობები თუ ჩვენი მომავალი დავუთმოთ რუსეთს. დღეს არჩევანი ერთია, ან ევროპა ან რუსეთი. ჩვენ ეს ქვეყანა არავისთვის არასდროს დაგვითმია და არც არავის დავუთმობთ. ეს არჩევანი ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა. ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით. მე, ჩემ წილ პასუხისმგებლობას ბოლომდე ავიღებ და შევასრულებ , ხელს შევუწყობ ყველა პროევროპულ ძალას , ამისთვის შეიქმნა ქარტია და ქარტიის შესრულებისთვის დადებული ერთობლივი პირობა, ამით ევროპის გზაზე სწრაფი და ეფექტური დაბრუნების სამოქმედო გეგმა ერთად დავხაზეთ და ერთად შევასრულებთ.
ახლა საჭიროა ერთი რამ, რომ ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩვნა გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი რომელსაც გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ელოდება და რომელსაც უნარი აქვს გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი. მე ამის მჯერა დ ამიტომ ყველასთან კონსულტაციებში მივიღე მონაწილეობა და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი 2 პროევროპულ ძალას, ერთის მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ და მეორეს მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათ ხელშია. ვიმედოვნებ ,რომ ქვეყნისთვის ამ ნიშვენლოვან ეტაპზე შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლისთვის მეტ სიცხადეს , გარკვეულობას და მეტ ძალის განცდას მისცემს. ნაბიჯი,რომელიც ამომრჩეველს დაარწმუნებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გარადჩენაშო, რასაც მათ არავინ დაუვიწყებს.
ამიტომ, მივესალმები მამუკა ხაზარაძის საჯარო გამოთქმულ მზადყოფნას, ასევე ვიცი რომ არსებობს ასეთივე მზაობა გიორგი გახარიას მხრიდან, საარჩევნო კალენდარი ძალიან ცოტა დროს გვიტოვებს საბოლო გადაწყვეტილებისთვის. ამიტომ, ხვალ ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე პოლიტიკურ ძალს, რათა მოლაპარაკეკებსი ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს. ჩემი სრული მხარდაჭერაა და მზად ყოფნაა,რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და მივიყვანოთ ბოლომდე. თქვენგან სწორედ ამას ელოდება საზოგადოება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.