Edison Research-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 34% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 19.2% "ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო", 10.6% "საქართველოსთვის - გიორგი გახარიას".
რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, სხვა პარტიების რეიტინგი ასეთია:
"ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები" - 9.8%
ახალი ერთობა გვარამია მელია - 9.1%;
გირჩი (იაგო ხვიჩია) - 5.9%;
ლეიბორისტული პარტია - 5.1%;
პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%;
ჩვენ - დავით ქაცარავა - 2.1%;
სხვა პარტიები - 1.2%;
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 29 აგვისტო - 8 სექტემბრის შუალედში.