მერმა და პოლიციის უფროსმა დაშავებული მოინახულეს

2018-01-03 13:39:30

რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ რუსთავის პოლიციის სამმართველოს უფროსთან, თამაზ მეშველაშვილთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარი თავდასხმისას დაშავებული რუსთაველი პოლიციელი, მიხეილ ბოკელავაძე მოინახულა.

პოლიციელზე თავდასხმა 3 კვირის წინ მოხდა, გავცელებული ინფორმაციით მას დამნაშავემ თავში არმატურა ჩაარტყა. დანაშაულში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.