პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხნენ (ვიდეო)

2017-12-10 17:02:31

პოლიციის თანამშრომელს მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ.

შემთხვევა გუშინ ღამით მეგობრობის გამზირზე მოხდა, "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე პოლიცია, მათ შორის დეტექტივ-გამომძიებელი, გამოცხადდა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელს ერთ-ერთმა ბრალდებულმა თავის არეში ბლაგვი საგანი, სავარაუდოდ, არმატურა ჩაარტყა. სამართალდამცავი ტრავმული დაზიანებებით კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, 30 წლის პაციენტი ინტენსიურ პალატაში მოათავსეს, რის შემდეგაც ახლობლების მოთხოვნით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შსს-ში აცხადებენ რომ - "ფაქტზე დაკავებულია 1 პირი, რომელმაც დაზიანება მიაყენა პოლიციელს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობ. ნახეთ ვიდეო.