გურჯაანში უბედურ შემთხვევას 33 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოლაგში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ხელოსანს ავტომობილი ჰიდრავლიკური ამწით ჰქონდა აწეული, რა დროსაც მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა, მანქანა ჩამოვარდა და ხელოსანი მანქანის ქვეშ მოიყოლა.
ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია, თუმცა მედიკოსებს 33 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდათ.