ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - რუსთაველის გამზირზე, ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც ცნობილია, ქალი დაშავდა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.