სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა გადაარჩინეს

2024-09-04 16:32:06

თბილისში სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა კაცი გადაარჩინეს.

"თბილისის მე-3 რაიონული სამსახურის 1702 ბრიგადის ექიმებმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

მე-3 რაიონული სამსახურის 1702 ბრიგადის მისვლისას პაციენტი უგონო მდგომარეობაში დახვდათ.
აღმოჩნდა, რომ შუახნის მამაკაცი ტელეფონზე საუბრისას მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დახმარება მისმა მეუღლემ გამოიძახა.

ექიმების მისვლისას მამაკაცს არ აღენიშნებოდა პულსი და არ სუნთქავდა. დაფიქსირდა ფიბრილაცია. ბრიგადის წევრების მიერ ჩატარებული პროტოკოლით გათვალისწინებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად პულსაცია და სუნთქვა აღდგა. მონიტორზე დაფიქსირდა სინუსური რითმი და პაციენტი კონტაქტური გახდა.

პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით, სტაბილური მდგომარეობით ბრიგადის მიერ კლინიკაში იქნა ჰოსპიტალიზირებული.

#გვეამაყება
ექიმი ლიანა ხუბულური
უმცროსი ექიმი ენრი მიქელაძე
მძღოლი ნოდარ მუზაშვილი
ევროკავშირი კვლავაც მზადაა გააძლიეროს სამხედრო მხარდაჭერის მიწოდება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალა. ეს მიწოდებები აძლიერებს უკრაინის თავდაცვას, გადაარჩენს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს და ამცირებს უკრაინაში ნგრევის დონეს" | ამბობს ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო", - წერს გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად"