გერმანიაში სიგარეტის აპარატის გაქურდვის ბრალდებით, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მოქალაქეებმა ორი კაცი მაშინ დაინახეს, როცა აპარატს ქურდავდნენ.
თვითმხილველებმა პოლიციას მიმართეს, მათ კი ეჭვმიტანილები მალევე დააკავეს.
დაკავებულები 44 და 42 წლის ქართველები არიან, მათ უკვე შეეფარდათ პატიმრობა.