რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში ხანძარია.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა და იქვე არსებულ საბავშვო-გასართობ სივრცეზე გავრცელდა.
ტერიტორიაზე შეინიშნება დაკვამლიანებაც.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.