რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, რუსთაველის ძეგლთან არსებულ წრეზე ერთმანეთს "ნისანისა" და "ჰონდას" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.