პასპორტის აღება შეღავათიან ფასში

2024-08-25 13:33:32

საქართველოში ბიომეტრიული პასპორტის დამზადება 150 ლარი ღირს, თუმცა არიან ჯგუფები, რომლებიც შეღავათებით სარგებლობენ.

როგორც იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, პასპორტის გაცემისას შეღავათით სარგებლობენ შემდეგი კატეგორიის პირები:

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები - მომსახურეობის საფასურის 50%_იანი შეღავათით;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - მომსახურეობის საფასურის 50%_იანი შეღავათით;

მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები -  მომსახურეობის საფასურის 50%_იანი შეღავათით;

18 წლამდე პირები -  მომსახურეობის საფასურის 50%_იანი შეღავათით;

სრულწლოვანი პირი, რომელიც  არის უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების  სტუდენტი  და რომელიც ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას სტატუსით " სტუდენტი"  თავისუფლდება ბიომებტრიული პასპორტისათვის გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5% ით.