მარნეულის ბაზრობაზე კაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ორ ადამიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ერთ-ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 2 მუხლით დაიწყო - 118-ე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და 236-ე - იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით.