ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე სამი პირია დაკავებული.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.