საცობი XII მიკრო-რაიონში

2017-12-31 12:47:21

წინასაახალწლო პერიოდში მე-12 მიკრო-რაიონში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. აღანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიკრორაიონის ტერიტორიაზე საცობებია, რაც, ნაწილობრივ, წინასაახალწლო სამზადისს, ხოლო, მძღოლების ინფორმაციით, ახალ საგზაო ნიშნებს უკავშირდება, რომლის გამოც ტრანსპორტს მესხიშვილის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა მე-12 მიკრორაიონის გავლით უწევს. ახალი საგზაო ნიშნები ქალაქში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა.