ზღვაში დაკარგული 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

2024-04-30 15:08:15

ბათუმში, ზღვაში დაკარგული ბიჭის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უდასტურებს.

ბიჭს მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის ცხედარს იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს.