წესრიგი თუ გაზრდილი ჯარიმები

2017-12-27 18:07:44

ქალაქში რამდენიმე დღეა ახალი საგზაო ნიშნები გამოჩნდა, კონკრეტულად მეგობრობისა და შარტავას გამზირზე, იქ სადაც სუპერმარკეტები, სალონები და სხვადასხვა კომერციული ობიექტებია განთავსებული. მოსახლეობის ნაწილი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომანქანას აპარკინგებდა, ახალ საგზაო ნიშნებს აპროტესტებენ და აცხადებენ რომ იმის გამო რომ მაღაზიაში შევიდნენ შეზღუდვიდან გამომდინარე უწევთ საკმაოდ შორი მანძილის ფეხით გავლა. მათი თქმით, მარკეტებთან დაყენებული საგზაო ნიშნები საახალწლო დღეებში ჯარიმების რაოდენობის გაზრდის ერთგვარი ხერხია. ობიექტების მფლობელები კი, თვლიან, რომ ეს ინიციატივა შეამცირებს აღნიშნულ ტერიტორიებზე საავტომობილო ქაოსს და გადაადგილებაც უფრო მარტივი იქნება.