ტბაში ბანაობისას 15 წლის მოზარდი შეუძლოდ გახდა

2024-08-21 17:44:39

დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში ბანაობისას მოზარდი ცუდად გახდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 15 წლის გოგონა, საბანაოდ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადა უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გული აუმუშავა და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, გოგონა კატასტროფის სამედიცინო ბრიგადას თბილისში, ინგოროყვას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო.