ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე მოტოციკლის მძღოლმა მართვა დაკარგა და ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის დროს დაიღუპა მოტოციკლის მძღოლი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.