თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ავტომობილი და მოპედი შეეჯახა.
ავარიის დროს მძიმედ დაშავდა მოპედის მძღოლი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიცება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.