გორში, სტალინის გამზირზე, მსუბუქი ავტომობილი საავტომობილო გზაზე არსებულ თხრილში ჩავარდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლის კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საავტომობილო გზაზე თხრილი სარემონტო სამუშაოების გამო იყო გაკეთებული.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ფოტო: Qartli.ge