როგორ ავიღოთ საერთაშორისო მართვის მოწმობა

2024-08-15 16:33:24

მომსახურების სააგენტომ "საგზაო მოძრაობის შესახებ" ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ერთი წლის ვადით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე.

"დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში.

ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/oDUTR

მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე "საგზაო მოძრაობის შესახებ" ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა, რომელიც მოქმედია 3 წლის ვადით.

დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვენის კონვენციის წევრ ქვეყნებში.

ვენის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/meBqd

საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ეროვნული მართვის მოწმობა", – ნათქვამია ინფორმაციაში.