თბილისის მერიის ინფორმაციით, გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
როგორც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.