"თბილისის მე-3 რაიონული სამსახურის 0343 ბრიგადამ ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა. თბილისის ერთ-ერთ რაიონში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახის წევრებთან კონტაქტზე არ გამოდიოდა. გამოძახების ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას სახლის კარი ჩაკეტილი დახვდა. სამაშველო სამსახურის მიერ კარის გაღების შემდეგ ბინაში შესულმა ბრიგადა, დაადგინა, რომ პაციენტი არ სუნთქავდა, არ იყო პულსი, ხოლო მონიტორზე ფიქსირდებოდა ასისტოლია. ექიმ ლია რევიშვილის გადმოცემით, ექიმებმა მომენტალურად დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც მონიტორზე დაფიქსირდა სინუსური რითმი, აღდგა სუნთქვა. 0343 ბრიგადის მიერ ნორმალური სასიცოცხლო პარამეტრებით პაციენტი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა გადაყვანილი.ექიმი ლია რევიშვილი, უმცროსი ექიმი ქეთევან ცნობილაძე, მძღოლი კახა ივანიშვილი", - წერს გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" სოციალურ ქსელში.