ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, კაცი საცხოვრებელ სახლში დენის წყაროსთან მუშაობდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარებას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.