ბენზინგასამართზე ქურდობისთვის შეპარულ კაცს დასაქმებულმა თავში ნიჩაბი ჩაარტყა

2024-08-09 11:27:09

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, ქურდობის მიზნით, ერთი პირი შეიჭრა.

ადგილობრივი მედიის "აჭარათაიმსის" ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე შეპარულ კაცს დასაქმებულმა თავში ნიჩაბი ჩაარტყა.

კაცი თავის ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მდგომარეობა დამძიმდა და ამჟამად ის მართვით სუნთქვაზეა.

 

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.