ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში ყაჩაღობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დაუდგენელი პირი ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მეზობლების ინფორმაციით, ნაცემია ოჯახის ერთ-ერთი წევრი მამაკაცი, რომელიც სხვადასხვა სახის დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.
მათივე თქმით, დაზარალებულის სახლიდან წაღებულია მობილური ტელეფონი და გარკვეული რაოდენობის თანხა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.