23 წლის გოგოს ეძებენ

2024-08-03 15:37:54

ლანჩხუთში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გაუჩინარებული გოგონას დამ განუცხადა, ნინი კუკულავა გუშინ შუა დღის 3 საათზე გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

თუ ფლობთ დაკარგული გოგოს შესახებ რაიმე ინფორმაციას დაურეკეთ ნომერზე 579 28 99 73, 555 23 30 28.