ქვემო ქართლში 4 წლის ბავშვს თავში კისტის ტყვია მოხვდა

2024-08-02 17:08:44

მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა.

ბავშვი თავდაპირველად ჯეო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მცირეწლოვანი თბილისში "ინგოროყვას" სახელობის კლინიკაში შეიყვანეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კისტის თოფიდან ტყვია, სავარაუდოდ, მის არასრულწლოვან ძმას გაუვარდა.

"ინფო რუსთავმა" სცადა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა, თუმცა როგორც ინგოროყვას კლინიკაში განგვიცხადეს, მათ პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემის ნებართვა მშობლებისგან არ აქვთ.