თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა ფშაველი-აბანო -ომალოს გზის 27-ე კილომეტრზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მაღალი გამავლობის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.