კახეთში, სოფელ კაბალიდან, დღეს დილით 23 წლის გოგო გაიტაცეს.
გატაცებული გოგოს ოჯახის წევრები აცხადებე, რომ გოგონა ბებიასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ახალგაზრდა ქალი ძალის გამოყენები გაიტაცეს, ბებიას კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გატაცებულ ქალს პოლიცია ეძებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.