ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.