კაცი, რომელსაც 2 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
ორი დღის წინ ახალგაზრდა კაცი ზესტაფონიდან ქუთაისის მიმართულებით სამარშუტო ტაქს გაჰყვა, მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა.
კაცის პოვნის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ გაავრცელა. ქალის თქმით, მისი ქმარი გარდაცვლილი იპოვეს, სხვა დეტალები მისთვის უცნობია.
"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.