ლეჩხუმში მკვლელობა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ძმამ ძმა მოკლა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას ნიშნავს.