გოგიტა ფარჯიანი, რომელიც მეგობართან ერთად რამდენიმე დღე სვანეთის ტყეში იყო დაკარგული და ახლახან იპოვეს, პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, ლენტეხში ქედით სურდათ გადასვლა, თუმცა იქ დათვი შეხვდათ და მარშრუტი შეცვალეს და ტყით განაგრძეს გზა, რის შემდეგაც ოთხი დღე გზაში იყვნენ.
"ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, 200 მეტრში შეგხვდა დათვი. ამის გამო ქედით გადმოსვლა გადავიფიქრეთ და ტყით წამოვედით, ვიარეთ ოთხი დღე. ტელეფონი დაგვიჯდა ორივეს. ეს იყო ჩვეულებრივი თავგადასავალი. შიში არ გვქონია, ღამე კარავში ვიყავით. ახლა ჩამოვედით ტყით, პირველივე ოჯახს მაღაზია ვკითხე და იქ თქვეს, მგონი თქვენ გეძებენო", - ამბობს გოგიტა ფარჯიანი "მთავარ არხთან" საუბრისას.