ავტობუსი ავარიაში მოყვა

2024-07-25 12:40:42

ბათუმი ხულოს ავტობუსი ავარიაში მოყვა.

არსებული ინფორმაციით, ის მსუბუქ მანქანას შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

შემთხვევა ქედაში, სოფელ წონორიასთან დილით მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული.


ფოტო: მთავარი არხი