თელავის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, თანასოფლელმა ორი ადამიანი მოკლა. შემთხვევა სოფელ ლალისყურში გვიან. ღამით მოხდა.
ადგილობრივების თქმით, სიტყვიერი დაპირისპირებ სამ ადამიანს შორის ქიფის დროს დაიწყო, რაც მკვლელობით დასრულდა. კაცმა თანასოფლელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს.
სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ.