რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ხიდზე მოპედი ქალს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, სატრანსპორტო საშუალება ველობილიკზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც "რუსთავსერვის ცენტრის" დასუფთავების თანამშრომელს დაეჯახა.
44 წლის ქალი სასწრაფო სამედიცინო დამხარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
კლინიკა "რუსთავის" გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, ხათუნა რევაზიშვილის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება.
"აღენიშნება სხეულის მრავლობითი დაზიანებები, თავის ტვინის შერყევა, ორივე ზემო კიდურის ტრავმა და ქვემო კიდურის ჭრილობა. არის საშუალო სიმძიმის, უტარდება კვლევები და აგრძელებს სტაციონარში მკურნალობას. სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებს ექიმი.
ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.