ქვემო ქართლში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

2024-07-20 18:06:26

ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.