ჩხოროწყუში უბედურ შემთხვევას 20 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს ფეხი დაუცდა, მდინარეში ჩავარდა და დაიხრჩო.
ბიჭის ცხედარი მდინარიდან ამოიყვანეს და სახლში გადაასვენეს.
მომხდართან დაკავშირებით დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ვცდილობთ.