რუსთავი-სართიჭალის გზაზე ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა

2024-07-15 19:37:54

რუსთავი-სართიჭალის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განგვიცხადეს, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებულები საგარეჯოს ჯეო-ჰოსპიტალში გადაიყვანეს.