სასწრაფოს ექიმებმა ქალს გაჩერებული გული აუმუშავეს

2024-07-15 13:16:46

სასწრაფოს ექიმებმა ქალს გაჩერებული გული აუმუშავეს.

ამის შესახებ გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" წერს.

"თბილისის მე-8 ფილიალის 0835 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით - სუნთქვის გაძნელება მიიღო. გამოძახების ადგილზე  მისულებს ასაკოვანი ქალბატონი სუნთქვის გაძნელებით დახვდათ. ექიმების მიერ წამებში მოხდა პაციენტის მდგომარეობის შეფასება. მონიტორზე აყვანისას  პაციენტმა დაკარგა გონება,  შეწყვიტა სუნთქვა და განვითარდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია.  

პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ განვითარდა სინუსური ტაქიკარდია. ჰოსპიტალიზაციის პროცესში ისევ დაფიქსირდა გულის გაჩერება და რეანიმაციული ღონისძიებები ლიფტშიც და  სასწრაფო დახმარების მანქანაშიც გაგრძელდა. ბრიგადის ექიმებისა და მძღოლის პროფესიონალიზმის დამსახურებით პაციენტი ნორმალური სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ სტაციონარში იქნა შეყვანილი.

გვეამაყება: ექიმი - შორენა ცოტნიაშვილი, უმცროსი ექიმი - თამაზ მჭედლიძე, მძღოლი - ლევან ფერაძე." - წერს გვერდი.