ქართველი სტუდენტების ისტორიული წარმატება ევროპის უნივერსიადაზე [photo]

2024-07-15 12:33:42

ისტორიაში პირველად, ევროპის უნივერსიადაზე საქართველოს სტუდენტურმა ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა.

უნგრეთში მიმდინარე 2024 წლის ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებზე, შვიდ წონით კატეგორიაში, ქართველმა სტუდენტმა ძიუდოისტებმა ოთხი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

უნივერსიადის ჩემპიონობა გიორგი ახალაურმა (-73 კგ), ვაჟა ავაზნელმა (-81 კგ), აკაკი ჯაფარიძემ (-90 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) იზეიმეს, ბრინჯაოს პრიზიორი კი -100 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ხარაზიშვილი გახდა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს სტუდენტთა ნაკრები პირველი ადგილის მფლობელი გახდა.