გერმანიაში, ბავარიის რეგიონში, სამართალდამცავებმა 24 წლის ქართველი კაცი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულს გერმანიაში თურქეთის მოქალაქეები არალეგალურად გადაჰყავდა.
დაკავებას კი წინ ავტოსაგზაო შემთხვევა უძღოდა, რა დროსაც 6 ადამიანი დაშავდა. ოთხი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა და ტერიტორია გადაჭარბებული სიჩქარით დატოვა. თუმცა, თითქმის 20 კილომეტრის დევნის შემდეგ, პოლიციამ ის მაინც დააკავა.
გამოძიების ცნობით, 24 წლის ქართველი ბრალდებულია გერმანიაში თურქეთის რვა მოქალაქის არალეგალურად ჩაყვანაში, სიცოცხლისთვის საშიშ ვითარებაში. ასევე მოძრაობის წესების დარღვევაში.