რუსთავი კალათბურთში საქართველოს 18 წლამდელთა ჩემპიონია

2024-06-19 11:19:21

რუსთავი კალათბურთში საქართველოს 18 წლამდელთა ჩემპიონია.

ჩემპიონატის ფინალი რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში ჩატარდა.

რუსთაველი კალათბურთელების მეტოქე ფინალურ შეხვედრაში ჰიუნდაი იყო, რომელთანაც თამაში ანგარიშით 76:68 დასრულდა და რუსთაველებმა ოქროს მედალი მოიპოვეს.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) რუსთაველი კალათბურთელი ლუკა ტაბაღუა გახდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები