ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ჯივიპიმ წარდგენილი გეგმის შესაბამისად მესხიშვილის ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო.
Მესხიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 280 მეტრი სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდება 9 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყობა 4 საკვანძო ჭა.
ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაციაში კომპანია ჯიპივი ჯამში 240,000 ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.
სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარე კვირას დაიწყო და მისი დასრულება 2024 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.
2024 წლის განმავლობაში ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, მესხიშვილის ქუჩაზე ქსელის რეაბილიტაცია სწორედ მიმდინარე წლის საინვესტიციო გეგმის ნაწილია.
აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო პროექტების მიმდინარეობისას ნაწილობრივ შეიზღუდება სატრანსპორტო მოძრაობა ლეონიძის და მესხიშვილის ქუჩების კვეთიდან თოდრიის წრემდე, ხოლო წყალმომარაგების შეზღუდვა მხოლოდ დასკვნით, გადაერთებით ეტაპზე იქნება საჭირო.