რუსთავში, მე-18 მიკრორაიონში დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობა მიმდინარეობს.
4 კორპუსს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს "საბა კონტრაქშენი" აშენებს.
ამ ეტაპზე ოთხი კორპუსიდან ერთის ორი სართული აშენებულია, მიმდინარეობს მესამეს სამშენებლო პროცესი, ორ კორპუსში მიმდინარეობს მეორე სართულების მშენებლობა, ხოლო მეოთხე კორპუსში პირველი სართულის.
81 000 000 ლარიანი ტენდერის მიხედვით 320 ერთ ოთახიანი, 320 ორ ოთახიანი, 80 სამ ოთახიანი, 80 ოთხ ოთახიანი ბინა შენდება.
ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 1 მარტს დასრულდა.