რუსთავში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

2024-04-23 19:58:37

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ერთი ადამიანი დააკავეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით დაკავება, ნარკოდანაშაულის გამო მოხდა.

ერთი პირის დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაგვიდასტურეს.

უწყებაში განგვიცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ნიშნავს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები