მარტის თვეში რუსთავში ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრმა პირველადი შემოწმება 7 სალონში ჩაატარა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლალი დეკანოსიძემ განუცხადა.
მისი თქმით, სალონების შემოწმების შემდეგ 7 აქტი დაიწერა. აქტებთან ერთად სამი სალონის შემთხვევაში 3 შენიშვნა დაიწერა.
ლალი დეკანოსიძის განცხადებით, სალონებს მიეცათ დრო არსებული შენიშვნების გამოსასწორებლად, რის შემდეგაც ხელმეორედ გადამოწმდებიან.
ცნობისთვის, 2023 წლის მარტიდან ქალაქის მასშტაბით მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებენ.