რუსთავში 2023 წელს რეგისტრირებული ქორწინებისა და განქორწინების რაოდენობამ იკლო.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2023 წელს რუსთავში 748 წყვილმა ოფიციალურად იქორწინა, ხოლო 452 წყვილი განქორწინდა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში რეგისტრირებული ქორწინების მონაცემები:
2019 წელს - 810
2020 წელს - 504
2021 წელს - 730
2022 წელს - 886
2023 წელს - 748
რეგისტრირებული განქორწილების მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში:
2019 წელი - 429
2020 წელი - 305
2021 წელი - 385
2022 წელი - 485
2023 წელი - 452